საიტის შესახებ
ფესვები არის ვებ პროექტი რომელიც შეიქმნა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა გაცნობის, ურთიერთობის და დაახლოვებისათვის. აქ ასევე შეძლებთ თქვენი ყოფილი და ამჟამინდელი კლასელების, კურსელების, თანამშრომლების და სხვა უცნობი თუ ნაცნობი ადამიანის პოვნას. ქვემოთ მოცემულია ხშირად დასმული შეკითხვები საიტთან დაკავშირებით და ამ შეკითხვებზე პასუხები:
შეკითხვები
როდის დაარსდა საიტი?
რატომ დაარსდა საიტი?
როგორი იყო საიტი ადრე?
მსგავსი საიტები მინახია, რით გამოირჩევა ფესვები?
როგორ ავკრიფოთ ძ ჭ ჟ შ თ ასოები?
რა ფუნქციები დაემატება მომავალში საიტს?
როგორ შემიძლია დავეხმარო საიტს?
პასუხები
როდის დაარსდა საიტი?
საიტი დაარსდა 2007 წლის 1 იანვარს.
რატომ დაარსდა საიტი?
არ მოიპოვებოდა უცხოეთში მცხოვრები ქართველების საერთო თავშეყრის ადგილი, ერთი საინფორმაციო კუთხე. ამიტომ გახდა საჭირო საიტის ჩამოყალიბება სადაც შესაძლებელი გახდებოდა მსოფლიოში მიმოფანტული საქართველოს მოქალაქეების ერთ მუშტად შეკვრა.
როგორი იყო საიტი ადრე?
ყველაფერი დაიწყო ფორუმიდან (შეგიძლიათ იხილოთ აქ), და შემდგომში (2008 წლის მიწურულს) დაიწყო ახალი ვერსიის მშენებლობა, რომლის განვითარებაც ახლაც მიმდინარეობს. ახალი საიტის დიდი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი სრულად დაწერილია ჩვენს მიერ და არ ეყრდნობა რომელიმე არსებული ვებ პროგრამის/ფორუმის კოდს. ეს გვაძლევს საშუალებას თავისუფლად ვამატოთ საიტს ფუნქციები წევრების მოთხოვნილებების მიხედვით. ვრცლად ამის შესახებ მომდევნო შეკითხვებში...
მსგავსი საიტები მინახია, რით გამოირჩევა ფესვები?
კარგი შეკითხვაა. აი მცირე ჩამონათვალი რის გამოც ჩვენ მიგვაჩნია ფესვები უნიკალური:
* ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა წევრის თხოვნა და შემოთავაზება.
* ეს საიტი იქნება ყოველთვის 100% უფასო.
* ეს საიტი არ იქნება რეკლამებით გადაჭედილი. ყველა რეკლამა რომელიც განთავსდება ჩვენს საიტზე იქნება საჭირო ინფორმაციის მქონე და მკაცრ მორალურ ჩარჩოებში.
* მომავალში იხილავთ ისეთ ფუნქციებს ფესვებზე, რომელიც სხვა საიტებზე არ მოიპოვება.
* ფესვების კოდი დაწერილია ქართველი პროგრამისტების მიერ, საიტის გამოყენებით თქვენ ახალისებთ ჩვენს შრომას, ქართულ პროგრამირებას და გვაძლევთ სტიმულს.
* საიტი 100% ქართულენოვანია, მათაც კი ვისაც არ აქვს ქართული ასოების აკრეფვის ფუნქციები დაყენებული კომპიუტერზე შეუძლია ქართულად წეროს ჩევს საიტზე.
როგორ ავკრიფოთ ძ ჭ ჟ შ თ ასოები?
ეს ასოები იკრიფება "შიფტის" [Shift] ღილაკის დახმარებით:
ძ = [Shift] + z
ჭ = [Shift] + w
ჟ = [Shift] + j
შ = [Shift] + s
თ = [Shift] + t
რა ფუნქციები დაემატება მომავალში საიტს?
საიტის განვითარების რამოდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა ვიდეოების და ფოტოების დამატება ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა. როდესაც ეს ფუნქციები დასრულდება დაიწყება სხვა ახალი ფუნქციების და ელემენტების დამატება საიტზე. ერთერთია მაგალითად გჯუფების შემოღება და შესაბამისი ფუნქციები. უფლებების სისტემა (რომელიც მოგცემთ საშუალებას განსაზღვროს ვის აქვს უფლება იხილოს თქვენი ინფორმაცია, ფოტო ან ვიდეო მასალა და ა.შ.).გეგმაშია სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩების/საკონსულოების ინფორმაციის თავმოყრა, ასევე დიასპორების და ჯგუფების ამ ქვეყნებთან ასოცირება ისე, რომ იარსებებს ოფიციალური გვერდები ქვეყნების მიხედვით ყველა თავმოყრილი ინფორმაციით და წევრებით. სხვა მრავალი იდეა ტრიალებს და ჩვენ ასევე მივესალმებით თქვენს მიერ შემოთავაზებებს, ფესვები ხომ სწორედ ყოველი თქვენგანისათვის შეიქმა და ფუნქციონირებს? მაშ მოგვაწოდეთ იდეები და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ისინი განვახორციელოთ.
როგორ შემიძლია დავეხმარო საიტს?
აი რამოდენიმე რამ რითაც ჩვენ ძალიან დაგვეხმარებოდით:
* დარეგისტრირდით და იაქტიურეთ საიტზე.
* შეატყობინეთ ყველა თქვენს ნაცნობს ჩვენს შესახებ და დაეხმარეთ მათ გაერკვიონ საიტის ფუნქციებში.
* ატვირთეთ და დაამატეთ თქვენი ფოტოები და ვიდეოები ფესვებზე. თუ უცხოეთში ცხოვრიბთ გადაუღეთ სურათები ღირშესანიშნაობებს და გაუზიარეთ ყველას საიტზე.
* ამ პროექტის განვითარებას დიდი დრო და რესურსები სჭირდება. თუ თქვენ ან თქვენი ორგანიზაცია/კომპანია იზიარებს ჩვენს ხედვას და გაქვთ სურვილი ფინანსური დახმარება გაუწიოთ ამ პროექტს, ან მიიღოთ მონაწილეობა სარეკლამო პროექტში, დაგვიკავშირდით.

