სალამი სტუმარო, შემოდი ან დარეგისტრირდი

ახალი ფორუმი სათვისტომოები წევრები ვიდეო ფოტო
ჩემი გვერდი ჩემი ფოსტა


ამ გვერდზე იხილავთ ინფორმაციას საიტის უახლესი ცვლილებების და განვითარების შესახებ. ხშირად შემოიხედეთ რათა არ გამოგრჩეთ საინტერესო სიახლეები და ფუნქციები, რომლების საიტს დღითი დღე ემატება ;)

18 ივლ, 00:00 |
ელფოსტის დამოწმების ფუნქციები დაემატა


ელფოსტის დამოწმების და დამოწმების კოდის გასაგზავნი გვერდები დავამატეთ. ელფოსტის დამოწმებით თქვენ ადასტურებთ რომ თქვენს მიერ გამოყენებული იმეილი/ელფოსტა რეგისტრაციის დროს ნამდვილია და ამ მისამართზე ჩვენ გამოგიგზავნით შეტყობინებებს როდესაც დაგიკავშირდებიან წევრები საიტზე. დამოწმების გარეშე ჩვენი სისტემა ბევრ არარსებულ ელფოსტის მისამართზე გააგზავნიდა შეტყობინებებს და შეგვიყვანდნენ შავ სიაში :(

გაიარეთ დამოწმება, და დაგვიკავშირდით თუ რაიმე სირთულეს წააწყდით.

24 ივნ, 20:00 |
სათვისტომოების გვერდები დაემატა


დაადგა საშველი. შეათვალიერეთ სათვისტომოს გვერდები. განცხადების/სიახლის დადებაა შესაძლებელი და მასზე კომენტარების კეთება. ეს მოგვცემს საშუალებას ყველა ინფორმაციას ქვეყნების მიხედვით მოვუყაროთ თავი. ბოლო რამდენიმე განცხადება/სიახლე თავფურცელზეც გამოჩნდება. თუ თქვენს ქვეყანაში ხელი მიგიწვდებათ საკონსულოს ინფორმაციაზე გთხოვთ დამიკავშირდეთ და მე დავამატებ ამ ინფორმაციას სათითაოდ ყველა ქვეყნის გვერდს.

4 მაი, 22:15 |
ღრიჭაკები დაემატა საიტს


როგორც იქნა ღრიჭაკები დაემატა საიტს. მადლობა ყველამ მარგოს მოვუხადოთ, რომ არა მისი გამალებული და თავდაუზოგავი მოთხოვნა ღრიჭაკების შემოღებისა, ეს ფუნქცია კიდევ გაურკვეველი დროით გაჯანჯლდებოდა ;)

12 აპრ, 13:15 |
დაიტყო სათვისტომოებზე მუშაობა


შეამჩნევდით დიდ მსოფლიო რუკას მთავარ გვერდზე, რომელსაც მიყავხართ რომელიმე ქვეყნის სათვისტომოს გვერდზე. მუშაობა დაიწყო ამ მიმართულებით. იმედია მომავალში ეს გვერდები დაგვეხმარება უცხოეთში მყოფ ქართველებს გაერთიანებაში.

9 აპრ, 20:15 |
დაემატა ფოტო / ვიდეო შეფასებები


დაემატა ფოტო / ვიდეო შეფასების ფუნქციები. ცოტა ჩახლართული რამაა და თუკი სადმე რაიმე არასწორად იმუშავებს შეფასებებში აუცილებლად შემატყობინეთ. ახლა შესაძლებელია ფოტოებზე და ვიდეოებზე შეფასებების გაკეთება. შეაფასეთ ყველაფერი შეხედულებისამებრ და არ იყოს წყენა. ნუ დავემსგავსებით "ადნაკლასნიკებს" სადაც 5 ზე ნაკლები შეფასება წყინს ხალხს. შეფასება იმისთვისაა რომ ყველამ თავისი აზრი გამოთქვას და თუ ყველააფერი 10 ქულით შეფასდება რისთვის არის მაშ ეს ფუნქცია? მოკლედ აბა თქვენ იცით, ობიექტურად აფასეთ :) წავედი ახლა ბევრი რამე მაქვს შესაფასებელი ;)

4 აპრ, 20:15 |
დაემატა "ფოტო" და "ვიდეო" გვერდები


ჩვენს საის შეემატა "ფოტო" და "ვიდეო" გევრდები. ჯერ ეს გვერდები დაუმთავრებელია, მაგრამ უკვე შეიძლება მათი გამოყენება. ახლო მომავალში დაემატება ფუნქციები: რეიტინგების/შეფასების გაცემა, უნარი არ გამოაჩინოტ თქვენი ფოტოები/ვიდეოები საიტის ფოტო/ვიდეო გვერდზე, ფილტრები და ა.შ. ასევე დაემატა მცირე ფოტო/ვიდეო სია თავფურცელს და იმედია ეს ცვლილბა უფრო ხალისიანს გახდის ჩვენს საიტს.

30 მარ, 03:15 |
განახლდა საიტის დიზაინი


ამას თქმა ალბათ არც სჭირდებოდა, მაგრამ მაინც მივამატე სიახლეების სიას ;) დიზაინის მთავარი ელემენტები შეიცვალა, მაგრამ კიდევ არის სამუშაო ამ მხრივ ჩასატარებელი (კერძოთ წევრების სია, სურათების და ვიდეო სია და ა.შ. ) ესეც ახლო მომავალშI იქნება.

15 მარ, 18:45 |
ქვეყნები, წევრების რაოდენობის მიხედვით


ამ გვერდზე იხილავთ ქვეყნების ჩამონათვალს წევრების რაოდენობით. წევრები რომლებმაც არ მონიშნეს ტავიანთი ადგილმდებარეობა არ გამOჩნდებიან ამ სიაში. ქვეყნების სია დალაგებულია რაოდენობის მიხედვით. ქვეყანაზე დაჭერის შემთხვევაში გადადიხართ წევრების გვერდზე სადაც აღნიშნული ქვეყანა ავტომატურად მონიშნულია, წევრები კი გაფილტრული.

15 მარ, 16:45 |
დაემატა "ფილტრები" წევრების სიას


წევრების სიას დაემატა ფილტრები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ ადვილად იპოვნოთ წევრები სახელის, გვარის და ადგილმდებარეობის მიხედვით. ფილტრები მარტივია ამ ეტაპზე, მაგრამ მომავალშI უფრო გამდიდრდება და შეემატება დამატებითი გაფილტვრის ფუნქციები.

15 მარ, 13:45 |
დაემატა "ვთხოვ დაამხანაგებას" გვერდი


"ჩემი გვერდი" - გვერდზე, ამხანაგების ქვეკატეგორიაში დაემატა "+ ვთხოვ დაამხანაგებას" სადაც შეგიძლიათ იხილოთ იმ წევრების სია, რომლებსაც სთხოვეთ დაამხანაგება და ჯერ არ უპასუხიათ. აქვე შეგიძლიათ გააუქმოთ გაგზავნილი თხოვნები.

აი ფოტოც:

14 მარ, 14:00 |
დაემატა საიტის სიახლეების გვერდი


საიტს დაემატა საიტის სიახლეების გვერდი სადაც შეიტყობთ უახლეს ცვლილებებს და ინფორმაციას საიტის განვითარებასთან დაკავშირებით.

აი ფოტოც:

14 მარ, 13:00 |
პირადი ინფორმაციის ლინკებმა გადაინაცვლა


პირადი ინფორმაციის ლინკები ახლა თავმოყრილია "ჩემი გვერდის" დასაწყისში და დაჯგუფებულია ისე რომ გაგიადვილოთ ნავიგაცია.

საიტზე შემოსულია: 5 სტუმარი სიახლენი    ჩვენს შესახებ